დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტის ძირითადი მიზანია ქვეყანაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარება, ამ მიმართულებით კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. თანამედროვე ტექნოლოგიების: როგორც აპარატურული, ასევე სამეცნიერო შექმნა და ათვისება. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევებზე დამოკიდებულია ადამიანის სასიცოცხლო გარემოს მრავალი სფერო, რაც პრიდაპირ კავშირშია საქართველოს მდგრად განვითარებასთან.
ინსტიტუტის პრიორიტეტია უზრუნველყოს, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კვლევით პროცესებში, მომავალ თაობას გადასცეს დედამიწის შემსწავლელ სპეციალობებში მეცნიერების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, შექმნას ამისთვის საჭირო ყველა სახის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გააუმჯობესოს თანამშრომებისათის სამუშაო პირობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის, აზიის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან. თანამედროვე მეთოდებისა და ახალი სამეცნიერო მიღწევების ტრანსფერი ერთ-ერთი წინაპირობაა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამომავლო კვლევების სწორი დაგეგმარებისა და განხორციელებისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება შემდეგი კვლევითი, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტისგან: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის, გეოგრაფიის, სეისმოლოგიის, საინჟინროს სეისმოლოგიის გამოყენებითი გეოფიზიკის, გეოდეზიის და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტები.
ინსტიტუტი ახორციელებს, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ კვლევებს აქტიური ტექტონიკის და ვულკანიზმის, კლიმატის ცვლილების, დედამიწის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების, სასარგებლო წიაღისეულისა და პლანეტის სხვა რესურსების, სეისმური საფრთხისა და რისკის შეფასების, სამშნებლო ინდუსტრიისათვის სეისმური ნორმების შემუშავების და სხვა გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური თუ გეოლოგიური მეცნიერების მიმართულებით, რომელიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო, არქეოლოგიურ სამუშაოებში და მეცნიერების სხვა საბუნებისმეტყველო თუ სოციალურ დარგებში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ამავდროულად წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ოპერირებს საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელსა და სეისმურ მონაცემთა ბაზას. ინსტიტუტი აწარმოებს გეოდეზიურ დაკვირვებებს და ასევე ოპერირებს GPS დაკვირვებების ქსელს.
ინსტიტუტის მიზნები:
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი – © 2024